saqarTvelos wyalsacavebi - zonkari wyalsacavi

მდებარეობა ერედვის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°17`11` ჩ. გ. 44°10`50` ა. გ.
ზღვის დონიდან 1209 მ
ფართობი 1,4 კმ²
მოცულობა 40,0 კმ³

 

კომპლექსური დანიშნულების წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში,  მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა შენაკადის - პატარა ლიახვის ხეობაში, ზღვის დონიდან 1209 მ-ზე. წაგრძელებული ფორმისაა. წყლის ზედაპირის ფართობი 1,4 კმ², წყლის საერთო მოცულობა 40,0 მლნ. კმ³, სასარგებლო მოცულობა 39,0 მლნ. მ³. კაშხლის სიმაღლეა 78 მ. სპეციალისტთა შეფასებით, თუ წყალსაცავზე აღიმართება ჰიდროელექტროსადგური შესაძლებელი იქნება გამომუშავდეს 8 მეგავატი ელექტროენერგია. 2009 წელს თავიდან აიცილეს შესაძლო სტიქიური უბედურება, რომლის შედეგადაც დაიტბორებოდა ახლო მდებარე მრავალი სოფელი. იგი აბრკოლებს აგრეთვე კალმახის მიგრაციას პატარა ლიახვის სათავეებში. წყალსაცავი გამოყენებულია საირიგაციოდ და მელიორაციის მიზნით; აგრეთვე რეგიონისთვის როგორც სასმელი წყლის მომწოდებელი წყარო. სანაპიროსთან გაშენებულია სოფლები: ზემო ზონკარი, ქვემო ზონკარი და აწრისხევი.